×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

საერთაშორისო ცირკულარული ბიზნესსამიტი

  • 2026-06-13 19:35:16
news image

ვროკავშირის ეგიდითა და CENN-ის ინიციატივით, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, საქართველოში პირველი საერთაშორისო ცირკულარული ბიზნესსამიტი გაიმართა, რომელმაც 60-ზე მეტი ორგანიზაციის 100-მდე წარმომადგენელი გააერთიანა.

სამიტის მთავარი მიზანი იყო ქვეყანაში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ძირითადი გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა, ასევე მდგრადი და დაბალნახშირბადიანი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ბიზნესგამოფენაც, სადაც წარმოდგენილი იყო 23 მწვანე ბიზნესი და საწარმო, რომლებმაც დამსწრეებს საკუთარი ინოვაციური და ცირკულარული მიდგომები გააცნეს.

ღონისძიებას ესწრებოდა ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორი შორენა უზუნაძე. სამიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის, რათა გაეზიარებინათ გამოცდილება, ემსჯელათ მდგრადი განვითარების საკითხებზე და გაეძლიერებინათ თანამშრომლობა გარემოსდაცვითი და მწვანე ეკონომიკის მიმართულებით.

სამიტი ევროკავშირის დაფინანსებითა და CENN-ის ორგანიზებით გაიმართა.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.