×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

სტუდენტური სპორტული ფესტივალი - უნიგამი

  • 2026-11-28 14:11:07
news image

აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართულ ხუთდღიან ფესტივალში ოთხი უნივერსიტეტისა და სამი პროფესიული კოლეჯის 56 სტუდენტი მონაწილეობდა. ახალგაზრდები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობასა და ინტელექტუალურ თამაშებში ეჯიბრებოდნენ. ფესტივალის მიზანია სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, გუნდური სულისკვეთების გაძლიერება და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა. ბათუმის სამედიცინო აკადემია მადლობას უხდის აჭარის მთავრობასა და აჭარის სპორტის დეპარტამენტს ინიციატივისა და სტუდენტებისთვის მსგავსი შესაძლებლობების შექმნისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სტუდენტებს აქტიური ჩართულობისთვის, გუნდური სულისკვეთებისა და აკადემიის ღირსეულად წარმოდგენისთვის. ვულოცავთ გამარჯვებულებს და ფესტივალის თითოეულ მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებებს!

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.