×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

საგარეჯოში კერძო კოლეჯების ასოციაციის მორიგი კოლეგიალური ვიზიტი გაიმართა

  • 2026-11-04 10:15:57
news image

2026 წლის 30–31 ოქტომბერს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მორიგ კოლეგიალურ ვიზიტს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივმა კოლეჯმა უმასპინძლა. შეხვედრაში 20-ზე მეტი კოლეჯის 50-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. კოლეგიალური ვიზიტები ასოციაციის საქმიანობის ტრადიციად იქცა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამოცდილების გაზიარების, საერთო გამოწვევების განხილვისა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივად ძიების პლატფორმას ქმნის. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ფორმის მიზანი, მისი პრაქტიკული გამოყენება და სარგებლიანობა, ასევე ამ ფორმის შეცვლისა დამისი მიზნობრივი გამოყენების პრაქტიკის გაუმჯობესების საჭიროებები. ცალკე განხილვა დაეთმო 2026 წელს სტუდენტთა მიღების პროცესში არსებულ გამოწვევებს, შიდა და გარე რეგულაციებთან შესაბამისობასა და შესაძლო გადაწყვეტილებებს. მონაწილეები გაეცნენ მასპინძელი კოლეჯის საქმიანობას, სივრცეებსა და რესურსებსაც. ტრადიციულად, ასოციაციის ხარისხის კომიტეტმა წარმოადგინა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ადმინისტრაციული წარმოებების მასალების ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი ტენდენციები და მიგნებები. განხილვამ კოლეჯებს შესაძლებლობა მისცა, შეფასების პრაქტიკაში გამოკვეთილი საკითხები საკუთარ გამოცდილებასთან დაეკავშირებინათ და ხარისხის უზრუნველყოფის მიდგომებზე ემსჯელათ. განხილულ საკითხებზე ასოციაცია საკუთარ პოზიციასა და რეკომენდაციებს ოფიციალურად გამოაქვეყნებს და დაინტერესებულ მხარეებს გაუზიარებს. საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია მადლობას უხდის მასპინძელ კოლეჯსა და ყველა მონაწილეს აქტიური თანამშრომლობისთვის. კოლეგიალური ვიზიტების პრაქტიკა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.