×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

ბათუმის სამედიცინო აკადემია EfVET-ის 35-ე საერთაშორისო კონფერენციაზე ბრიუსელში

  • 2026-10-25 12:33:59
news image

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში პროფესიული განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ევროპული ღონისძიება EfVET-ის 35-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც 35-ზე მეტი ქვეყნიდან 600-მდე მონაწილეს აერთიანებს. საქართველო კონფერენციაზე 20-კაციანი დელეგაციით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაშიც არიან ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორი შორენა უზუნაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ნონა ბაგრატია. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს წარმომადგენლის მონაწილეობა კონფერენციის ერთ-ერთ პანელში. ბათუმის სამედიცინო აკადემიის წარმომადგენელმა ნონა ბაგრატიამ წარადგინა Erasmus+-ის საპროექტო ინიციატივა „Black Sea Health Skills Hub: Transnational AI-Enabled Healthcare VET Ecosystem“, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ჯანდაცვის პროფესიული განათლების საერთაშორისო თანამშრომლობას, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებასა და ტრანსნაციონალური საგანმანათლებლო ეკოსისტემის განვითარებას უკავშირდება. კონფერენცია ევროკომისიის დასაქმების, სოციალური საკითხებისა და ინკლუზიის გენერალურმა დირექტორმა მარიო ნავამ გახსნა. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროფესიული განათლების განვითარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ევროპული გამოცდილების გაზიარებას. კონფერენციის პროგრამა მოიცავს თემატურ დისკუსიებს, პარტნიორულ შეხვედრებსა და სასწავლო ვიზიტებს ბელგიის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ბათუმის სამედიცინო აკადემიისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.