×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

ქიმიური ელემენტების მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობაში

  • 2026-07-13 10:09:15
news image

„ნივთიერებათა კლასიფიკაციის“ მოდულის დასასრულს, პსპ ფარმაციის (სააფთიაქოს) პროგრამის პირველი სასწავლო წლის სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე „ქიმიური ელემენტების მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობაში“. პრეზენტაციების ფარგლებში სტუდენტებმა მიმოიხილეს ქიმიური ელემენტების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობის, მედიცინის, ფარმაციის, კვებისა და ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, საინტერესო მაგალითებითა და პრაქტიკული ახსნებით. აქტივობა განხორციელდა მოდულის განმახორციელებლის, ხათუნა ადეიშვილის ხელმძღვანელობით და მიზნად ისახავდა სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკულ წარმოდგენასა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.