×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

იდეიდან შედეგამდე – „ძველი ნივთების მწვანე სიცოცხლე“

  • 2026-06-24 10:08:50
news image

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა სტარტაპ კვირეულის „ძველი ნივთების მწვანე სიცოცხლე“ შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა წარადგინეს, როგორ განახორციელეს კონკურსში გამარჯვებული იდეები და რა შედეგები მიიღეს. 

პროექტის ფარგლებში ძველ და გამოუსადეგარ ნივთებს ახალი დანიშნულება მიენიჭა. მონაწილეთა ინიციატივით გადამუშავებული მასალების გამოყენებით მოეწყო აკადემიის აივანი და მოსასვენებელი სივრცე, რომელიც დღეს უკვე სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის სასიამოვნო და ეკომეგობრულ გარემოს ქმნის. 

შემაჯამებელ შეხვედრაზე გუნდებმა საკუთარი გამოცდილება, განხორციელებული სამუშაოები და მიღწეული შედეგები აუდიტორიას გაუზიარეს.

  • გამარჯვებული გუნდები:
  • „ლავანდა“

„Silent Innovators“

მადლობას ვუხდით CENN-ს მხარდაჭერისთვის. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ინოვაციური იდეები, გუნდური მუშაობა და გარემოზე ზრუნვა რეალურ ცვლილებებს ქმნის.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.