×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

ბათუმის სამედიცინო აკადემია ხელოვნური ინტელექტის სამდღიან ვორქშოპს მასპინძლობდა.

  • 2026-06-13 19:44:23
news image

ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ AI-ის თანამედროვე ინსტრუმენტებს, მათ პრაქტიკულ გამოყენებასა და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი განათლებისა და პროფესიული საქმიანობის სფეროში ქმნის. სამი დღის განმავლობაში შეხვედრები დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით, დისკუსიებითა და ახალი ცოდნის გაზიარებით, რაც მონაწილეებს დაეხმარა თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენებაში. ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად ცვლის სამუშაო და სასწავლო პროცესებს, ამიტომ მისი შესაძლებლობების გაცნობა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მადლობას ვუხდით ტრენერს საინტერესო და პრაქტიკულ ვორქშოპისთვის, ხოლო მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.