×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

ვიზიტით პროფესორ შოთა მამულაძის სახელობის გონიო-აფსარისის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ლაბორატორიაში.

  • 2026-05-14 11:43:51
news image

ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ პროფესორ შოთა მამულაძის სახელობის გონიო-აფსარისის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ლაბორატორიაში. ვიზიტი განხორციელდა მოდულის “ნივთიერებათა თვისებების შესწავლა“ ფარგლებში, პგმ ხათუნა ადეიშვილის ხელმძღვანელობით. სტუდენტები გაეცნენ სხვადასხვა ქიმიურ პროცესს, ლაბორატორიულ კვლევებსა და ისტორიული ნივთების აღდგენის მეთოდებს. განსაკუთრებით საინტერესო იყო სააგენტოს მეცნიერ თანამშრომლის, კახაბერ ქამადაძის ლექცია, რომელმაც სტუდენტებს კიდევ ერთხელ დაანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქიმიის როლი კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის შენარჩუნებაში. სასწავლო დღის დასასრულს სტუდენტებმა მოინახულეს გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრე და გაეცნენ მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.