სიახლე

ერთად დავამთავროთ სტერეოტიპები

  • 2024-03-27 11:56:54
news image

2024 წლის 21 მარტს ბათუმის სამედიცონო აკადემიის სტუდენტთა თვითმმართველობის ხარაჭერით გაიმართა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია თემაზე:,, ერთად დავამთავროთ სტერეოტიპები“.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ!!!

როდესაც ვსაუბრობთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანზე სასურველია გაკეთდეს აქცენტი თავად პიროვნებაზე და არა დაუნის სინდრომზე. დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცლად 47 ქრომოსომაა. ეს გახლავთ მისი ბუნებრივი მდგომარეობა - გამომდინარე აქედან, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის. ეს ადამიანის გენეტიკური მდგომარეობაა. მნიშვნელოვანია, როდესაც ვესაუბრებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს ან მის ახლობელს, მოვიხსენიოთ იგი სახელით და არა დაუნის სინდრომით. საუბრისას ყოველთვის წინა პლანზე დააყენეთ პიროვნება, ადამიანი და შემდეგ მისი გენეტიკური მდგომარეობა. დაუშვებელია შემდეგი მიმართვის ფორმის გამოყენება საუბრისას: დაუნის სინდრომით დაავადებული, დაუნიზმით დაავადებული, დაუნი. სწორი ფორმაა: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი და/ან პირი დაუნის სინდრომით შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ: აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი-მზია ბაკურიძე, პსპ ფარმაცია (სააფთიაქო)-ს მეორე სასწავლო წლის,,ბ'' ჯგუფის სტუდენტები.

აკადემიის დირექციის მიერ გათამაშებული იყო ვიქტორინა და ფასიანი საჩუქრები