სიახლე

"დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის"...

  • 2023-12-13 12:22:57
news image
 
ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა ონლაინ შეხვედრა და დისკუსია თემაზე: ,,ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პროფესია-ფარმაცევტი“.
აკადემიის სტუმარი იყო პარტნიორი კომპანია შპს „ავერსი“. კომპანიის პერსონალის შერჩევის მენეჯერი ქ/ნი ანი კენჭუაშვილი აკადემიის სტუდენტებს შეხვდა და გააცნო მათი დასაქმების პოლიტიკა, კარიერული წინსვლის შესაძლებლობები, ორგანიზაციული კულტურა. სამედიცინო აკადემია-მ ,,ავერსთან'' თანამშრომლობით გამოთქვა მზაობა მოკლევადიანი პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელება. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში დაინერგება ინოვაციური სასწავლო მეთოდები და მიდგომები, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების რეგიონში განხორციელებას, ფარმაცევტული წარმოების და გაყიდვების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებას.
დასასრულს გაიმართა დისკუსია დებატები.
P.S.მართლაც საინტერესო, მრავალფეროვანი შეხვედრა გამოვიდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მოწვეულ სტუმარს,ქ/ნ ანის და ჩვენ პარტნიორ ფარმაცევტულ კომპანიას, დამსაქმებელს -შპს ,,ავერსს",აკადემიის პროფესიულ სტუდენტებს მუდმივი ჩართულობისთვის, თანადგომისთვის, დაფასებისთვის, მონაწილეობისთვის...
მადლობა დღევანდელი დღისთვის, თითოეული წამისათვის, რომელიც ჩვენს გვერდით გაატარეთ...