სიახლე

ორდღიანი ტრენინგი აკადემიაში

  • 2023-07-26 19:03:11
news image

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში   ჩატარდა  ორ დღიანი ტრენინგი (21-22 ივლისი)  თემაზე  „სწავლა-სწავლების თანამდეროვე მიდგომები პროფესიულ განათლებაში და პროფესიული სტუდენტის  მიღწევის შეფასება“. ტრენინგის მიზანია სასწავლებლის  პროფესიულ მასწავლებელთა გაძლიერება პროფესიული სწავლების უნარებში. შეხვედრას უძღვებოდა  განათლების ექსპერტი, ტრენერი დიანა გახარია. ტრენინგზე განხილული იქნა საკითხები:

   Ø  სტუდენტზე  ორიენტირებული მიდგომების  გამოყენება და ანალიზი.

   Ø  კომპეტენციებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის  დაგეგმვა.

   Ø  სასწავლო პროცესში ინოვაციური მეთოდების და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება.

   Ø  სტუდენტთა შეფასების პროცესი, შეფასების შედეგების  დოკუმენტირება და ანალიზი, შეფასების ინსტრუმენტის  შექმნა.

 

ტრენინგში მონაწილეობას იღებად  აკადემიის ოცზე მეტი პროფესიული მასწავლებელი. შეხვედრა მიდიოდა მეტად საინტერესოდ, გამოცდილებათა ურთიერთგაზიარების პირობებში. აღსანიშნავია ერთის მხრივ  ტრენინგის მონაწილეთა აქტიური ჩართულობა და ტრენინგის მაღალკვალიფიციური ახსნითი პროცესი,  განმარტებები წამოჭრილ საკითხზე.

ტრენინგს თან სდევდა ყავა-ჩაის თუ ფურშეტის მონაკვეთი, და  დიალოგების გაგრძელება. შედეგმა მოლოდინს  გადააჭარბა. მასწავლებლები გამოხატავდნენ აღფრთოვანებას საინტერესოდ ჩატარებული ტრენინგისათვის.

ტრენინგის  საინტერესოდ ჩატარებისათვის და მიღწეული  შედეგებისათვის აკადემიის დირექცია მადლობას  უცხადებს  ტრენერს, ქალბატონ დიანა გახარიას  ითქვა ტრენერთან სამომავლო თანამშრომლობაზე.

ტრენინგის მონაწილე პროფესიულ მასწავლებლები მიიღებენ სერტიფიკატებს.