სიახლე

აკადემია „ექსპო მედ ბათუმის“ განოფენაზე

  • 2023-07-11 11:47:03
news image

       2023 წლის  7-9 ივლისს ბათუმის სამედიცინო აკადემია წარმოდგენილი იყო საერთაშორისო  გამოფენაზე  „ექსპ მედ ბათუმი“ . გამოფენა ბათუმში იმართება  მეოთხედ და აკადემია ოთხივეჯერ წარმატებით მონაწილეობს  აღნიშნულ ღონისძიებაში. გამოფენას ამშვენებდა აკადემიის პავილიონი საინტერესო ექსპოზიციით, თეთრხალათიანი სტუდენტებით. ისინი აქტიურად იყვენენ ჩართული გამოფენის მთელ მსვლელობაში. აკადემიის სტუდენტი ქეთი კორძაძე გამოვიდა მოხსენებით, რომელმად დაიმსახურა მოწონება და გამოფენის სერტიფიკატი. გამოფენის ფორმატში აკადემიის წარმომადგენლებს ჰქონდათ საინტერესო გაცნობითი შეხვედრები წარმოდგენილ დაწესებულებებთან. დაიგეგმა თანამშრომლობითი შეხვედრები. ამაღელვებელი იყო გამოფენის დახურვის ცერემონიალი. გამოფენაში  აქტიური მონაწილეობისათვის  გადაეცათ სერტიფიკატები ბათუმის სამედიცინო აკადემიას და სტუდენტებს ქეთი კორძაძეს („საექთნო განათლება“).

        გათამაშების ერთ-ერთ ნომინაციაზე  წარდგენილი იყო აკადემიის დირექტორის, პროფესორ რევაზ უზუნაძის  წიგნი „ბათუმი“ წიგნის ერთი ეგზემპლიარი საჩუქრად ხვდა  აკადემიის  სტუდენტ  მაკა მაჭავარიანს, და ბოლოს, -  გაიჭრა ტორტი.

აკადემიის დირექცია მადლობას უცხადებს  გამოფენაში აქტიურად მონაწილე  აკადემიის სტუდენტებს და პერსონალს.