სიახლე

სტუდენტთა კონფერენცია აკადემიაში

  • 2023-07-01 19:02:40
news image

20-21 ივნისს  გაიმართა ბათუმის სამედიცინო აკადემიის  სტუდენტთა ХХVII პრაქტიკული კონფერენცია. სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს  სამედიცინო და ფარმაცევტული მიმართულებით საინტერესო, აქტუალური თემები. კონფერენციამ იმუშავა 2 დღე. გამომსვლელები ცდილობდნენ  წარმატებულად გამოეტანეთ თემები. იყო გამოყენებული  თვალსაჩინოებითი მასალები  ელექტრონული თუ მატრეიალური სახით.  იყო შეკითხვები, განხილვები, დისპუტები. სტუდენტების გამოსვლებს აფასებდა  სპეციალურად შექმნილი   ჟიური. კონფერენციას ესწრებოდნენ სააფთიაქო კომპანია „ჰეკატე“-ს გენერალური დირექტორი ვლადიმერ მახარაძე, აჭარის  ა.რ. სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მოადგილე  AIS კოორდინატორი აჭარაში თამაზ თურმანიძე. ისინი მიესალმნენ კონფერენციის მონაწილეთ, უსურვეს წარმატებები.

28 ივნისს გაიმართა კონფერენციის  შემაჯამებელი პლენარული სხდომა. ჟიურის თავმჯდომარემ (ინგა შალამბერიძე) წარმოადგინა კონფერენციაზე სტუდენტთა გამოსვლების,  წარმოდგენილი  ნაშრომების  შედეგები. შესაბამისად საპრიზო ადგილები  საუკეთესო, კარგი, საინტერესო, საყურადღებო ადგილები დაიკავეს  სტუდენტებმა :  მარჯინა ყურშუბაძემ,   თინათინ გელაძე-ქებულაძემ, იზოლდა შარაშიძემ,   ქეთევან კორძაძემ   ლინდა გოგრაჭაძემ, გულსუნ ქამაშიძემ, მაკა მაჭავარიანმა, ნინო სანიკიძემ, თეონა ტეტემაძემ, ცირა ცინცაძემ. პრიზი ჟიურის სიმპათია  დაიმსახურა  სტუდენტმა  ნინო სამნიძემ. მათ გადაეცათ  საქებარი სიგელები. და დასაჩუქრდნენ წიგნებით. ასევე სიგელები გადაეცათ  და დასაჩუქრდნენ კონფერენციაში მონაწილე აქტიური სტუდენტები: მარიამ მალაყმაძე, ესმა შავაძე, მადონა ხარაბაძე, მაია საკანდელიძე,  ლიკა  ბერიძე, დიანა ფუტკარაძე, ნინო ფუტკარაძე, ანა ლორთქიფანიძე, ქეთევან დუმბაძე.   აღინიშნა პროფესიული განათლების მასწავლებლებთა დიდი წვლილი კონფერენციის წარმატებით მუშაობაში რომლებმაც  თემაზე მუშაობისას  სტუდენტებს  გაუწიეს ხელმძღვანელობა. დაჯილდოვდნენ საპატიო სიგელებით  და  დასაჩუქრდნენ წიგნებით:  პგმ  - ზაირა ჯაფარიძე, ნანა ანანიძე, ლაურა ცენტერაძე, მზია ბაკურიძე, სოფიო ბრუნჯაძე, მარინე კვირიკაძე. კონფერენციის მომზადება-ჩატარებაში აქტიური ჩართულობისათვის ბრძანებით გამოეცხადათ მადლობა  და  გადაეცათ  საჩუქრები შორენა უზუნაძეს (დირექტორის მოადგილე), ინგა შალამბერიძეს,    (ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)  დარეჯან უგულავას (საქმის წარმოების მენეჯერი). სოფიო ბრუნჯაძეს პროფესიული განათლების მასწავლებელი.

შეაჯამა  მუშაობის შედეგები და   დამსწრეთ მიულოცეს  წარმატებები აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ, შეკრებილთ  მიესალმა პგმ ციური გოგიტიძე, ბათუმის რესუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთ. ექთანი ლაურა ცენტერაძემ,  ევექსის ჰოსპიტლების ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის  ექთანმა თამილა ქართველიშვილი.  შემდეგ გაიმართა დარბაზობა,  გაიჭრა ტორტი, ისმოდა მუსიკის ჰანგები.