სიახლე

აკადემიის წამომადგენლები საერთაშორისო კონფერენციაზე

  • 2023-06-28 21:13:01
news image

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ჟურნალ „პროფესიული განათლება“  ორგანიზებით ბათუმში  ჩატარდა  საერთაშორისო კონფერენცია „ლიდერობა პროფესიულ განათლებაში“. ღონისძიებას უწევდა მასპინძლობას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესიული პროგრამების  მართვის და უწყვეტი განათლების  ცენტრი. საქართველოს განათლების და მეცნიერების  სამინისტროს შესაბამის უწყებებთან, პროფესიულ სასწავლებლებთან ერთად  კონფერენციის მუშაობაში იღებდნენ მონაწილეობას ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, დ/მოადგილე - შორენა უზუნაძე, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე. მათ მიიღეს აქტიური მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში, პრობლემატიკასთან დაკავშირებით გამართულ დისპუტებში.