×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტების წარმატება ეროვნულ საექთნო კონკურსში

  • 2026-06-01 10:18:19
news image

ბათუმის სამედიცინო აკადემია ამაყობს თავისი სტუდენტების მორიგი მნიშვნელოვანი მიღწევით. აკადემიის სტუდენტებმა – ლიანა შოთაძემ, ზეინაბ მიქელაძემ და ნანა საითაძემ – მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საექთნო უნარების ეროვნულ კონკურსში „პროფესიონალიზმი და პაციენტის უსაფრთხოება“.

 

კონკურსის მიზანი იყო პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შეფასება, პაციენტის უსაფრთხოების პრინციპების, ჰიგიენური სტანდარტებისა და საექთნო პრაქტიკის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი პირველად ჩატარდა ეროვნულ დონეზე და მასში საქართველოს სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შერჩეული 36 სტუდენტი მონაწილეობდა. ბათუმის სამედიცინო აკადემიის წარმომადგენლებმა მაღალი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და პრაქტიკული კომპეტენციები წარმოაჩინეს, რის შედეგადაც საქართველოს საექთნო ასოციაციისა და ამერიკული ჰოსპიტალის განსაკუთრებული აღიარება დაიმსახურეს. ბათუმის სამედიცინო აკადემია მადლობას უხდის პროფესიულ მასწავლებელს, ქალბატონ თამილა ქართველიშვილს, სტუდენტების კონკურსისთვის მაღალ დონეზე მომზადებისათვის; საექთნო განათლების პროგრამის ხელმძღვანელს, ქალბატონ მანანა ჯაშიაშვილს, და ქალბატონ ნარგიზ ბუცხრიკიძეს გაწეული მხარდაჭერისა და პროფესიული ჩართულობისათვის.

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებსა და პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში კიდევ მრავალ ღირსეულ მიღწევას.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.