სიახლე

აკადემიის სტუდენტთა ХХV კონფერენცია

  • 2021-06-17 21:10:15
news image

    2021 წლის 3-4  ივნისს, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა  სტუდენტთა ХХV  კონფერენცია. მასში მონაწილეობდნენ „საექთნო განათლების“ და „ფარმაცია (სააფთიაქო)“ პროფესიული საგანამნათლებლო პროგრამების სტუდენტები. კონფერენციაზე სტუდენტებმა გამოიტანეს  30-ზე მეტი თემა, რომლებიც გამოირჩევიან  თემეტური მრავალფეროვნებით, აქტუალობით. მათგან აღინიშნა მოხსენებები:

  • „ნარკოტიკები, ნარკომანია და 21-ე საუკუნე“,
  • „ონკოლოგია და ევთანაზია“
  • „პროფესიული განათლების ადგილი ჩემს ცხოვრებაში“
  • „ახალი კოვიდი და  მისი ნეირო-ფსიქიკური გამოკვლევები“
  • ევკალიპტის ზეთის გამოყენება მედიცინაში“
  • „მკერდის კიბო დიაგნოსტიკა და მკურნალობა - მკერდის კიბო  განაჩენი არ არის“
  • „მსოფლიო პანდემია COVID-19 და ექთნის მოვალეობა“
  • „ვიტამინები - სიცოცხლის წყარო“                                     
  • „უცნაური დაავადებები“
  • „ბავშვთა ბულინგი-თანამედროვეობის გამოწვევა“;          
  • „დისლექსია, დაწყებითი კლასის მოსწავლეებში და მისი   გენეტიკური წინასწარ განპირობებულია“
  • „თეორიები   სიბერის შესახებ“      
  • „ციროზი და მისი პრევენცია“

სტუდენტთა გამოსვლები შეაფასა  კომპეტენტურმა ჟიურიმ (თავმჯდომარე ინგა შალამბერიძე). გამოვლინდა პრიზიორი მომხსენებლები.

I  საპრიზო ადგილი  მიენიჭათ: 

  • ხათუნა დავითაძეს („საექთნო განათლების“ V საფეხურის სტუდენტი)
  • მელანო ხაჩიძეს,  ( „ფარმაცია (სააფთიაქოს)“ V საფეხურის  სტუდენტი)

II  საპრიზო ადგილი  მიენიჭათ:

  • ნათია მსხილაძეს („ფარმაცია (სააფთიაქოს)“ V საფეხურის სტუდენტი)
  • თამუნა დუმბაძეს („ფარმაცია  (სააფთიაქოს)“ V საფეხურის სტუდენტი)
  • მაია  ლეონიძეს („საექთნო განათლების“ V საფეხურის სტუდენტი)
  • ნათია კიკნაძეს („საექთნო განათლების“ V საფეხურის სტუდენტებს
  • ინგა ბერიძეს („საექთნო განათლების“ V საფეხურის სტუდენტე

III  საპრიზო ადგილი  მიენიჭათ:  

  • გურანდა თავართქილაძეს („საექთნო განათლების“ V საფეხურის სტუდენტი)
  • მაგდა დუმბაძეს („საექთნო განათლების“ V საფეხურის სტუდენტი)
  • მანანა აბულაძეს („ფარმაცია (სააფთიაქოს)“ V საფეხურის სტუდენტი)
  • მარიამ შამილაძეს („ფარმაცია (სააფთიაქოს)“ V საფეხურის სტუდენტი)
  • აკადემიის დირექტორის  სიმპატია დაიმსახურა - მარიამ ბერიძემ „საექთნო განათლების“ V საფეხურის სტუდენტი,
  • ჟიურის სიმპატია დაიმსახურა - ლანა ბაბუხადიამ („საექთნო განათლების“ V საფეხურის სტუდენტი)
  • ჟიურის სიმპატია დაიმსახურა - ნინა მამულაძემ  („საექთნო განათლების“ V საფეხურის სტუდენტი)

ასევე, მომხსენებლებს გადაეცათ კონფერენციაში მონაწილის სერთიფიკატები. პრიზიორი მომხსენებლები დასაჩუქრებული იქნენ წიგნებით.

სტუდენტთა წარმატებაში შეტანილი წვლილისათვის  საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ საპრიზო ადგილებზე გასული მომხსენებელთა ხელმძღვანელები: მზია ბაკურიძე, სოფიო ბრუნჯაძე, ნინო ცინცაძე, ნანა ანანიძე, ინგა ვარდიძე, ზაირა ჯაფარიძე, მარინე კვირიკაძე.

შემაჯამებელ სხდომაზე მრავლად ითქვა  მოსაფერებელი, სამადლობელი სიტყვები. კონფერენციის მუშაობა შეაჯამა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. სიტყვებით გამოვიდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესიული მასწავლებელები.

გამომსვლელმა სტუდენტებმა ისაუბრეს კონფერენციის მოშაობის შესახებ და მადლიერება გამოხატეს აკადმიის მიმართ.