სიახლე

მადლი და მადლიერების გრძნობა

  • 2021-02-04 10:38:13
news image
პროფესიული უნარჩვევების გამომუშავებასთან ერთად ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ყურადღება ეთმობა მომავალი სპეციალისტების მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. ამ მიმართუელებით იმართება თემატურად მრავალფეროვანი შეხვედრა-საღამოები, დისპუტები, კონფერენციები. ერთ-ერთი მათგანია აკადემიის სტუდენტთა გაერთიანების (ლიდერი - ფარმაციის (სააფთიაქო) პირველი ს / წ. სტუდენტი მელანო ხაჩიძე, მეცნიერ ხელმძღვანელი - სოფიო ბრუნჯაძე, აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებელი) ორგანიზებით ჩატარებული საღამო თემაზე „მადლიერების გრძნობა.“ აკადემიის სტუდენტებთან და პერსონალთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საზოგადოებრივი კოლეჯ "ზუგდიდის" №1 სამედიცინო სასწავლებლის. მადლიერების გრძნობის საკითხზე ვრცლად ისაუბრა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ.აღინიშნა რომ ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრობაში მადლის კეთების, მადლიერების, სოლიდარობის, მეგობრული ურთიერთობის გრძნობის ჩამოყალიბებას. გამოსვლებში მრავლად იყო მადლის, მადლიერების ინტერპრეტირება: მადლი-სიკეთე, კეთილი საქმე, კარგი საქმის გაკეთება ვინმესთვის, რამისთვის; გასაჭირში მყოფისადმი დახმარება, ქველმოქმედების გაწევა. დღევანდელ ვითარებაში შეძლებისდაგვარად ვიყოთ მადლის მქმნელნი, კეთილი, სათნო. „თუნდაც ამ გრძნობის, რომ ურთიერთს მივესალმოთ, გავუღიმოთ მადლიანად (კეთილად).“ გვქონდეს მადლიერების გრძნობა, არ დაგვზარდეს მადლობის “(მ. ბაკურიძე). ითქვა შეჭირვებულთა დასახმარებელად აკადემიის სტუდენტთა და პერსონალთა ჩატარებული აქციების შესახებ.დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ.აღნიშნა, - რთული სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის და მიმდინარე გლობალიზაციის გათვალისწინებით უფრო შთამბეჭდავი გახდა მადლისა და მადლიერების გრძნობით ცხოვრება. გადაუხადა მადლობა პროფესიულ სასწავლებელთა წარმომადგენლებს ღონისძიებაში ჩართულობისათვის. ითქვა, რომ ასეთი ჩართულობით სასწავლებელთა შორის ინერგება ონლაინ ფორმტაში თანამშრომლობის საინტერესო მოდელი. «სიტყვით გამოვიდნენ: ნესტან აბსავა (ზუგდიდის საზოგადოებრივი კოლეჯ - ზუფდიდის აკადემიის დირექტორი), ლალა მეზვრიშვილი (თბილისის საზოგადოებრივ კოლეჯ„ ფანასკერტელის “ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამის), ნინო ლომიძე, ცინარიძე, (თბილისის № 1 სამედიცინო სასწავლებლის პროფეიული), ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის სასწავლო პროცესის მენეჯერი ლელა ჩიქოვანი, ამავე სასწავლებლის პროფესიული განათლების მასწავლებელი თამილა შარაბიძე, ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლები, - მარინე კვირიკაძე, ინგა ვარდიძე, სამედიცინო აკადემიის სტუდენტები, - ანა ბაბუხადია, ლიკა ხაჯიშვილი, ნათია მსხილაძე, მარიამ კეკელიძე, თეო ნა ბერიძე, ნინო მამულაძე, მარიამ შამილაძე.