სიახლე

ონლაინ თათბირი აკადემიაში

  • 2021-01-29 10:27:36
news image
ჩატარდა ბათუმის სამედიცინო აკადემიის პერსონალის ონლაინ თათბირი. განიხილეს მიმდინარე საკითხები. თათბირს უძღვებოდა აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე. დღის წესრიგის საკითხების განხილვაში მონაწილეობდნენ : აკადემიის დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, ხარისხის უზრუნვეყოფის მერნეჯერი მზია ბაკურიძე, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე, ფინანსური მენეჯერი ნანა მატუა, პროფესიული განათლების მასწავლებელი ნინო უზუნაძე, ნარგიზ ბუცხრიკიძე. დადებითად შეფასდა 2021 წლის იანვრის პერიოდში განხორციელებული სასწავლო - სამუშაო პროცესი. იგი მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარული გეგმების შესაბამისად (ი .შალამბერიძე), ასევე ითქვა არსებულ ხარვეზებზე. ობიეტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო ზოგიერთ სტუდენტის მხრივ ადგილი აქვს ონლაინ სწავლების პროცესში არასაკმაეისად ჩართულობას. ითქვა არასაბიუჯეტო ჯგუფებში ფინანსური პრობლემების თაობაზე, რაც განპირობებულია სტუდენტთა დაბალი გადახდის უნარიანობით (ნ. მატუა). განიხილეს პრობლემის გამოსწორების გეგმა. გადაწყდა შეიქმნას ამ მიმართულებით სამუშაო ჯგუფები. ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა (მ. ბაკურიძე) აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ჩავარდნების გარეშე, განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები. დადებითი ეფექტის მომცემია ნომინაცია „ წლის საუკეთესო სტუდენტი .“ ნომინაციაში გამოვლენილ წარმატებულ სტუდენტთა დაჯილდოვებამ დიპლომებით უფრო აამაღლა მათი სტიმული და მოტივაცია. აღინიშნა კარგი მუშაობა პედაგოგების : მარინე კვირიკაძის, ინგა ვარდიძის, ზაირა ჯაფარიძის, ნინო უზუნაძის, ხათუნა ადეიშვილის, სოფო ბრუნჯაძის, ნანა ანანიძის . განიხილეს სხვა მიმდინარე საკითხები. დადებითად შეფასდა ერთ - ერთი აქტიური დამსაქმებელი კომპანიის« გოლდფარმი « დირექტორ მანან ბაუჟაძის მიერ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული წერილი. მასში წარმატტებულადაა შეფასებული აღნიშნული კომპანიისა და აკადემიის შორის არსებული თანამშრომლობა. ითქვა რომ კომპანიის სააფთიაქო ქსელი წარმატებულადაა დამოყენებული როგორც ბაზად ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების საწარმოო პრაქტიკების გასავლელად, ასევე წარმატებულ კურსდამთავრებულთ ადგილზევე ეძლევა დასაქმების შესაძლებლობა.